求人概要

სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ბათუმში, ბოლნისში, გორში, ნინოწმინდასა და ოზურგეთში

 

 

გაყიდვების კონსულტანტი სერვისცენტრის მომხმარებლებს უწევს კონსულტაციას დისტანციური არხების (ინტერნეტტერმინალი, Express Pay-ს აპარატი და ბანკომატი) შესახებ და ეხმარება მათი გამოყენებისას. 

 

 


ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი, დამატებით ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

 

 


ძირითადი მოვალეობები:

 

  • სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებლებთან პირველადი გასაუბრება პროდუქტების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
  • დისტანციურ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
  • რიგების მართვა; რიგში მდგარი მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისების (ინტერნეტბანკი, Express Pay-ს აპარატი ან ბანკომატი) შეთავაზება;

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

 

განათლება: სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული;

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომსახურების და გაყიდვების უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები -  აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა.

 

 

 

შერჩევის საკონკურსო პროცედურა:

 

1. პირველადი გადარჩევა: რეზიუმეში და/ან ბანკის სააპლიკაციო ფორმაში ფიქსირებული მონაცემები; 
2. მეორე  ეტაპი – ჯგუფური სიტუაციური თამაში (ქეისის განხილვა);
3. მესამე ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება;
4. მეოთხე ეტაპი – ჯგუფური გასაუბრება;
5. მეხუთე ეტაპი – ტრენინგი.

 

 

სააპლიკაციო პროცედურა: კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და/ან საქართველოს ბანკის სააპლიკაციო ფორმა,  ელექტრონული ფოსტის მისამართზე: expressjobs@bog.ge

求人詳細

勤務形態
正社員
職種
営業
勤務地
Tbilisi
給与
GEL 200,000.00 年収
必須言語
英語 (ビジネス会話)
応募期限
November 25, 2016 00:00



求人票に戻る